ძალადობის მსხვერპლ ქალებს ევროკავშირში ლტოლვილის სტატუსის მიღება შეეძლებათ

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ 16 იანვარს დაადასტურა, რომ საკუთარ ქვეყანაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ ევროკავშირში ლტოლვილის სტატუსი მიიღონ.
კანონი უზრუნველყოფს საერთაშორისო დაცვას ქალებისთვის, რომლებმაც განიცადეს „ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა“ თავიანთ ქვეყანაში და იმყოფებიან სიკვდილის საფრთხის წინაშე.
ეს გადაწყვეტილება ევროპის იუსტიციის სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც ბულგარეთის სასამართლომ ქურთული წარმოშობის თურქეთის მოქალაქის საქმეზე მიმართა.
ქალმა განაცხადა, რომ ოჯახმა აიძულა დაქორწინება, ქმარი ემუქრებოდა და სცემდა და თუ ის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდებოდა, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა, ამიტომ მან დაცვა ბულგარეთს სთხოვა. ეს საქმე ევროსასამართლოში განიხილებოდა.
სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალები მთლიანობაში შეიძლება განიხილებოდნენ განსხვავებულ სოციალურ ჯგუფად. მან ასევე დაადგინა, რომ თუ ისინი საკუთარ ქვეყანაში სქესის გამო ექვემდებარებიან ძალადობას, მათ შორის სექსუალურ და ოჯახში ძალადობას, მათ შეუძლიათ მიენიჭოთ ლტოლვილის სტატუსი.