-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მარკო რუბიო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მარკო რუბიო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, – ინფორმაციას -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა რუსეთსა და ს შორის ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით თანამშრომლობის მიმართ ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურეს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ასევე, რუბიომ და კუპერმა ახლო აღმოსავლეთსა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
„სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვეს ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის აუცილებლობას და თავისუფალი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.