– კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა მარკ რუტესთან, ანტონიო კოშტასთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, „კარგი და პროდუქტიული“ შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან.
„კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ლიდერებს დიპლომატიური ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„დეტალურად განვიხილეთ ჩვენი მუშაობა ამერიკელ პარტნიორებთან მშვიდობის მიღწევის, უსაფრთხოების გარანტირებისა და ჩვენი მდგრადობის გაძლიერების ნაბიჯებთან დაკავშირებით. ასევე შევეხეთ PURL ინიციატივას და რეპარაციების სესხს. ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები შევათანხმეთ. კოორდინირებულად და კონსტრუქციულად ვმუშაობთ“, – აცხადებს ზელენსკი.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში 8 დეკემბერს, ლონდონიდან ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრებაზე – ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო რომ არსებობდეს, ამ კანონს გააუქმებდა

ირაკლი ფავლენიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე – პოლიტიკოსების მიმართ ნათქვამი, შიში დაძლიეთო, ყველას გვეხება, ვინც თავისუფლებაზე ვართ – აქ მხოლოდ „ნაცმოძრაობაზე“, „ახალზე“ ან „ლელოზე“ და გახარიაზე არ არის საუბარი