თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Pegasus-ი უმსხვილეს ჩეხურ ავიაკომპანიას შეიძენს
თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Pegasus-მა ხელი მოაწერა სავალდებულო შეთანხმებას ჩეხეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის, Smartwings-ისა და მისი შვილობილი კომპანიის, Czech Airlines-ის 154 მილიონ ევროდ შეძენის შესახებ, ნათქვამია საჯარო ინფორმაციის პლატფორმაზე (KAP) გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კომპანია მიიღებს არა მხოლოდ აქციებს, არამედ ავიაკომპანიების დებიტორულ დავალიანებებსაც, რომლებიც დაფარული იქნება. გარიგება, სავარაუდოდ, 2026 წელს დასრულდება, ჩეხეთის რესპუბლიკაში საჭირო ადმინისტრაციული თანხმობის მიღების შემდეგ.
შესყიდვაზე კომენტარის გაკეთებისას, Pegasus Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გულიზ ოზტურკმა, განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ავიაკომპანიის ისტორიაში ახალ თავს ხსნის.
„ახლა, Czech Airlines-ისა და Smartwings-ის გაერთიანებული ფლოტით, ჩვენ ჩვენი მოგზაურობის ახალ ფაზაში შევდივართ. Smartwings და Pegasus გააგრძელებენ ფრთების გაშლას მთელ მსოფლიოში“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.




