გორის მუნიციპალიტეტის მერი ახალგაზრდებთან ერთად, ოლიმპიურ მუზეუმს ესტუმრა

გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ახალგაზრდებთან ერთად, ოლიმპიურ მუზეუმს ესტუმრა.
გორის მერიის ინფორმაციით, სტუმრებმა დაათვალიერეს ახალ ოლიმპიურ მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები, ფოტოები და საინფორმაციო მასალა. გაეცნენ ოლიმპიზმის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებსა და ქართველი ოლიმპიელების წარმატებებს.
ინფორმაციის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს მუზეუმში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა უმასპინძლეს.
„ახალგაზრდებს ოლიმპიურმა ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ლერი ხაბელოვი სპორტის როლსა და მის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
ჩემპიონებმა მოზარდებს საკუთარი წარმატებების ისტორიები უამბეს. შეხვედრის დასასრულს ჩატარდა ვიქტორინა სპორტულ თემატიკაზე და გამარჯვებულებს სეოკ-ის მიერ გამოცემული ოლიმპიური ლიტერატურა გადაეცათ. მუზეუმში სტუმრობის შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდებს ბოულინგის ცენტრში უმასპინძლა.
პროექტი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და მოზარდების სპორტით კიდევ უფრო მეტად დაინტერესებას ისახავდა მიზნად, საზოგადოება „ბილიკთან“ თანამშრომლობით განხორციელდა.
ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე