ბოლო 5 წელში ავტომობილის მფლობელი კაცების რაოდენობა 28%-ით, ქალებისა კი 45%-ით გაიზარდა

ბოლო 5 წელში კაცების რაოდენობა 28%-ით, ქალებისა კი 45%-ით გაიზარდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელების სტატისტიკა 2017-2022 წლებში ასე გამოიყურებოდა.

2017 წელი: კაცი – 907 354 ქალი – 167 975
2018 წელი: კაცი – 944 798 ქალი – 181 007
2019 წელი: კაცი – 981 094 ქალი – 190 674
2020 წელი: კაცი – 1 032 299 ქალი – 206 823
2021 წელი: კაცი – 1 104 845 ქალი – 228 504
2022 წელი: კაცი – 1 167 374 ქალი – 244 598