გაბრიელიუს ლანდსბერგისი – თუ უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს, ეს ევროპისთვის კარგად არ დამთავრდება

თუ რუსეთს არ დაამარცხებს, მოსკოვის გამარჯვება ევროპისთვის კარგად არ დამთავრდება, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
„არ არსებობს სცენარი, რომ თუ უკრაინა არ მოიგებს, ეს შეიძლება კარგად დასრულდეს ევროპისთვის“, – აღნიშნა ლანდსბერგისმა.
მისი თქმით, არსებობს შანსი, რომ უკრაინაზე არ შეჩერდება. ლანდსბერგისმა განარტა, რომ ერთ-ერთი გზა, რომლის საშუალებითაც ევროპას შეუძლია მეტი გააკეთოს თავდაცვის გასაძლიერებლად საერთო შესყიდვებია.
„ჩვენ შეგვეძლო შევიძინო ის, რაც საჭიროა ევროპის დასაცავად. ზოგიერთმა ჩვენგანმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს სხვამ უნდა გააკეთოს, მაგრამ ეს ევროპის ომია“, – აღნიშნა ლანდსბერგისმა.

ასევე დაგაინტერესებთ