“ორივეს ერთი ინტერესი გვაქვს” – ქმნიან თუ არა მელია და გვარამია პარტიას ერთად?

ახალი პოლიტიკური პარტია დაფუძნდება და ამას ბევრი ახალი, განსხვავებული, ნაცნობი საზოგადოებისთვის კარგად, მართალი ხალხი დააფუძნებს. ეს არ იქნება ვინმეს პარტია, ეს იქნება პარტია, რომლის მიმართაც ჩემი სურვილი იქნება, ნდობა იქნება ძალიან მაღალი საზოგადოებაში. ეს პარტია უნდა იყოს ხალხის პარტია. მე არ ვარ და ნიკაც (გვარამია) საუბრობს, მომხრე იმის, რომ ვიღაცის სახელი ერქვას ამა თუ იმ პარტიას. ნიკასთან მაქვს ახლო ურთიერთობა, ბუნებრივია, სთან მოლაპარაკებები, საუბრები – ორივეს გვაინტერესებს ივანიშვილის დამარცხება. სახელს და გვარებს – იქნება იქ, ნიკა გვარამია, იქნება თუ სხვა და სხვა, მართალია, ინტერესი არსებობს მედიაში, მაგრამ მთავარია, რა საფუძველს ვუყრით ამ ყველაფერს. ჩემს სახელს და გვარსაც მეორე და მესამე სახის მნიშვნელობა ეძლევა ჩემთვის, იმიტომ, რომ სახელმწიფო არის ამ მოჯადოებული წრიდან გამოსაყვანი და ეს დახშული პოლიტიკური წრე უნდა გავხსნათ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები, სხვადასხვა ტანისამოსში, სქესში და ასაკში – ყველა, ვინც თავს ესხმოდა იქ ადამიანებს, ყველა ეს პირი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს

შალვა პაპუაშვილი – ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ: რუსეთი და ევროპა, სხვა არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი და შავი – გუშინ ეს ისტერია უცხოური დაფინანსებით იყო ორგანიზებული