ბაკურიანში თხილამურებით სრიალის დროს ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

ბაკურიანში თხილამურებით სრიალის დროს ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. არსებული ცნობით, ის სხვა მოთხილამურეს დაეჯახა, რომელმაც დაზიანებები მიიღო.

ინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და  შინაპატიმრობით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ასევე დაგაინტერესებთ

“გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ ჩვენი ბავშვების გადარჩენაში“, – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა „ოჯახის სიწმინდის დღის“ მსვლელობაზე სასულიერო პირებს ბავშვების დალოცვა ითხოვეს (ვიდეო)