ხატია დეკანოიძე – ოპოზიცია უნდა კონცენტრირდეს ახალი კონფიგურაციის მოძებნაზე, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მობილიზაცია მოხდეს – თუ იქნება ჭკვიანური გათვლები, ხელისუფლების ცვლილებების შანსი არსებობს

ოპოზიცია უნდა კონცენტრირდეს ახალი კონფიგურაციის მოძებნაზე, ახალი ალტერნატივის წარმოჩენაზე, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მობილიზაცია მოხდეს,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ IRI- ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა.
ამასთან როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, მათი მხრიდან ბარიერის შემცირებაზე საუბარი უკვე დაგვიანებულია.
„პირველი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის პროექტი გაჩერებულია პარლამენტში, რადგან „ქართულ ოცნებას“ უნდა, მხოლოდ ორი პარტია იყოს პარლამენტში, რაც ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას მისცემს. ბარიერის საკითხი ჩემი აზრით დასრულებულია, ამიტომ ახლა ოპოზიცია კონცენტრირებული უნდა იყოს იმაზე, როგორ მოძებნოს ახალი კონფიგურაცია, როგორ წარმოაჩინოს ახალი ალტერნატივა და კონტრასტი „ქართულ ოცნებასთან“, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მობილიზაცია მოხდეს. თუ ახალი ალტერნატივა შეიქმნება, იქნება ახალი კონფიგურაცია ჭკვიანური გათვლებით, შანსი არსებობს [ხელისუფლების ცვლილებების]”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია