წირვის დაწყებამდე ჰიმნი შესრულდეს, ეკლესიებში დროშები დაიკიდოს – ფაშინიანის ინიციატივა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეკლესიასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივებით გამოდის. კვირას, 7 დეკემბერს, ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ფაშინიანი წერს:
„301 წელს სომხეთის სამოციქულო ეკლესია შეიქმნა სახელმწიფოს მიერ, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით. ვფიქრობ, სწორი იქნება, რომ საკვირაო ქადაგების წინ ყველა ტაძარში შესრულდეს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი“.
ამასთან, ორშაბათს, 8 დეკემბერს, ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ჩართვისას, ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ საჭიროა, დაიწყოს დისკუსია ტაძრების შესასვლელთან ან უშუალოდ ტაძრებში სომხეთის დროშის აღმართვის შესახებ.
ლაივ ჩართვას, რომელშიც ფაშინიანი ამ საკითხზე საუბრობს, აწერია: „სახელმწიფოს უზენაესობა და სომხეთის რესპუბლიკა“.
· სომხეთის მთავრობასა და ეკლესიას შორის არსებული დაპირისპირება ბოლო თვეებისა და კვირების განმავლობაში გამწვავდა.
· მმართველი გუნდი მიანიშნებს სომხურ ეკლესიაში საბჭოთა დროიდან შემორჩენილ კავშირებზე რუსეთის სპეცსამსახურებთან.
· პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ეკლესიის არაერთი მაღალი იერარქი, მათ შორის კათალიკოსი გარეგინ II, შეუფერებელნი არიან ამ პოზიციებისათვის, რადგან უბიწოების აღთქმა დარღვეული აქვთ.
· გასულ კვირას სომხეთში დააკავეს უკვე მეოთხე არქიეპისკოპოსი, რომელიც ფაშინიანის მთავრობას აკრიტიკებდა. მას 2018 წელს აქტივისტისთვის „ნარკოტიკების ჩადების“ ორგანიზებას ედავებიან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის