ქეთი მოლაშვილი: ოთხ კედელშუა უსამართლოდ გამომწყვდეული ანდრო უფრო ბედნიერია, რადგან ქართველი ხალხი უმაგრებს ზურგს, ვიდრე სხვები, ვისაც ქართველი ხალხი აღარ უჭერს მხარს

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
რატომ ანდრო ჭიჭინაძეს ფოტო და რომ წაიკითხავთ,
კი მიხვდებით ♡
არ ვიცი როგორ ვთქვა და რა დავარქვა,
ყველაზე მარტივ ენაზე,
ალბათ სინერგიაა,
რომელსაც ქმნის ერი და აჰყავხარ მწვერვალებზე ♡
ანუ თუ ქართველი ხალხი გვერდით გიდგას
და მხარს გიჭერს,
გადადგამ მთებს ♡
როგორც კი იგუბებ პირში წყალს,
ან ერთხელ დებ სთორს, ან მოვლეობას იხდი,
ანდა არ გცალია შენი ხალხისთვის
და დრამებსთვის გცალია მხოლოდ,
რაღაცნაირად
ეს ხალხის სინერგია სადღაც ქრება
და თავზე გეფშვნება ყველაფერი.
სწორედ ამიტომ, გუშინწინ,
ციხეში მჯდომი ანდრო ჭიჭინაძე
წერდა, არ ვიცი ეს ამდენი თქვენი სიყვარული როგორ დავიტიოო.
ანუ როცა ოთხ კედელშუა გამომწყვდეული
ანდრო ჭიჭინაძე, უფრო მეტად გრძნობს
ქართველი ხალხის მხარდაჭერას,
ვიდრე ცაში ვარსკვლავებს შეთამაშებული
სხვა ქართველები
იქ, სადაც ქართველი ხალხის ერთიანობა
აღარაა
და მითუმეტეს ერთხელს გულს თუ ატკენ ერს,
უბრალოდ სინერგია ქრება
და რჩება სიცარიელე.
სიცარიელით კი აბა ვის გადაუდგამს მთები,
სხვამ რომ ქნას?!
ჰოდა არ ვიცი რამდენად კარგად გამოვთქვი ეს ამბავი,
რომ დღეს ოთხ კედელშუა უსამართლოდ გამომწყვდეული ანდრო უფრო ბედნიერია,
რადგან ქართველი ხალხი უმაგრებს ზურგს,
ვიდრე სხვები,
ვისაც ქართველი ხალხი,
აღარ უჭერს მხარს
და ეს ისეთი აშკარა და ხელშესახებია,
კანითაც კი ვგრძნობ..
ანდროს წერილი რომ გავრცელდა,
ვფიქრობდი,
ნუთუ შესაძლებელია
ციხეში უსამართლოდ გამოკეტვის 1 წლის თავზე,
ადამიანმა ასეთი წერილი დაწეროს
და ნუთუ მართლა ამდენ სითბოსა და სიყვარულს გრძნობს ქართველი ხალხისგან
და ნუთუ შესაძლებელია,
რომ გალიის შიგნიდან უფრო ბედნიერი იყოს კაცი,
ვიდრე გარეთ დარჩენილი სხვები მეთქი,
ჰოდა ჰო,
თურმე შესაძლებელია.
ამიტომ მეც ანდროს ფოტოს დავდებ
და არა ვინმეს გამხნევებისა ანდა მხარში დგომისა,
რადგან ჩვენ როცა გვირტყამდნენ
და ცხვირიდან სისხლი გვდიოდა,
ისევ ციხეში მყოფი ბიჭები იდგნენ ჩვენ გვერდით,
ჰოდა მეც იმ ბიჭის ფოტოს დავდებ,
რომელსაც ქართველი ხალხი
უდგას გვერდით
და პირიქით ♡
იმ ბიჭის ფოტოს დავდებ,
რომელსაც შეუთვალეს,
მიდი შეწყალება დაწერე და გამოგიშვებთო
და იქით შეუთვალა,
ალბათ გავიწყდებათ, რომ უდანაშაულოები ვართო.
ღირსება თუ ღირსებაა,
არსად ქრება,
ციხეშიც კი ორი თავით მაღლა დგას..
‘შეთვლილების’ ღირსებაზე,
თუ აქვთ, იმაზე ანუ ♡
ქვეყანა რომ მყარად დგას
და პირველად რომ მოხდა,
ციხეში კაგებემ ვერ გატეხა პატიმრები,
ვერც ადვოკატებით მოაგვარა და ვერც ზეწოლით,
აი ეგ ხალხია,
ქვეყნის
ეროვნული გმირებიც,
და ჩემპიონებიც ♡
ოქროს ქამარის მფლობელებიც
და ვერცხლისაც ♡
აბა თქვენ გახსოვთ
1976 წელს ვინ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი? მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 1981 წელს?
არა,
ალბათ..
აი ილია ჭავჭავაძეს არც ოქროს მედალი მიუღია არასდროს, არც ოლიმპიური ჯილდო აუღია, ბრინჯაოსაც კი არ გაკარებია,
მაგრამ მისი სახელი, გვახსოვს რომელია ♡
ჰოდა ამაშია საქმე ♡