კატარში უპილოტო ავტობუსის ტესტირება წარმატებით ჩაატარეს

კომპანია Mowasalat-მა ცოტა ხნის წინ ლუსაილის სადგურზე წარმატებით ჩაატარა ავტონომიური ელექტრო ავტობუსის საცდელი გაშვება, ბორტზე რამდენიმე მგზავრით.
პროცესი კატარის ტრანსპორტის სამინისტროს კონტროლის ქვეშ განხორციელდა.
ინიციატივა მიზნად ისახავს ტრანსპორტის სამინისტროს რამდენიმე სტრატეგიის განხორციელებას, პირველ რიგში, ელექტრო სატრანსპორტო სისტემაზე ეტაპობრივი და ყოვლისმომცველი გადასვლას, ასევე ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის სექტემბერში დაწყებული ავტონომიური ავტომობილების სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციების მხარდაჭერას და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებას.