მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, თავი შეიკავოს ვენესუელასთან კონფლიქტის „დაშვებისგან“.

მოსკოვი კარაკასის „მხარდამხარ“ დგას” ,- ამბობს ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია ვენესუელას გარშემო განვითარებული მოვლენებით, რადგან სიტუაცია არა სტაბილიზაციას, არამედ „ესკალაციას“ განიცდის.
რიაბკოვმა აღნიშნა, რომ რეგიონში დაძაბულობა, პირველ რიგში, ვაშინგტონის მცდელობებს უკავშირდება, დაამყაროს უპირობო დომინირება – ეს, მისი შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაციის „საფირმო ნიშანია“,
დიპლომატმა გაიხსენა, რომ მოსკოვმა და კარაკასმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას.
რიაბკოვის თქმით, რუსეთი და ვენესუელა თანამშრომლობენ და ერთმანეთს უჭერენ მხარს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე.
„ამ განსაცდელში ჩვენ კარაკასთან, ვენესუელის ხელმძღვანელობასთან ერთად ვდგავართ მხარდამხარ. ვიმედოვნებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია თავს შეიკავებს სრულმასშტაბიანი კონფლიქტისკენ შემდგომი გადახრისგან.“ „ჩვენ მოვუწოდებთ მათ ამისკენ“, – თქვა მან.
შეგახსენებთ, 5 დეკემბერს, პარასკევს, -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, შეცვალა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, უარი თქვა ში აქტიურ მონაწილეობაზე და ყურადღება გაამახვილა ვენესუელასთან ურთიერთობებზე.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ვენესუელა ახალი სამხედრო საფრთხის შემთხვევაში კარაკასში პარტიზანული მოძრაობის შექმნას და მასობრივი არეულობის ორგანიზებას გეგმავდა.
-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელას საჰაერო სივრცის სრული დახურვის შესახებ გამოაცხადა. აშშ-ის სტრატოსფერულმა ბუშტმა კარიბის ზღვის თავზე პუერტო-რიკოს სანაპიროსთან ფრენა დაიწყო.