ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ვენეციის კომისიის სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ვენეციის კომისიის სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რაჟდენ კუპრაშვილმა ვენეციის კომისიას ბიუროს სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბარი ასევე საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს სტრატეგიულ ამოცანებს შეეხო.
„კომისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტიანობაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოდელზე, ასევე ბიუროს ინსტიტუციურ და ფუნქციურ დამოუკიდებლობაზე. შეხვედრისას ხაზი გაესვა ანტიკორუფციული პოლიტიკის გამჭვირვალობის მნიშვნელობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები: თამთა კაჭკაჭიშვილი და ანა კალანდაძე; აირიკ ჰოლმოვეიკო, მომხსენებელი (ნორვეგია); პანეოტის ვოიატისი – მომხსენებელი (საბერძნეთი); ტანია ვონ დიკი, მდივანი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება