6-7 დეკემბრის ღამეს რუსეთმა შეტევა მიიტანა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე

გასულ, 6-7 დეკემბრის ღამეს რუსეთმა დარტყმები განახორციელა უკრაინაში, პოლტავას ოლქის ენერგეტიკულ ობიექტებზე, რამაც ზოგიერთ რაიონში გათბობისა და წყალმომარაგების შეფერხება გამოიწვია.
წუხელ უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთიდან გამოშებული 240-ზე მეტი დრონი და 5 ბალესტიკური რაკეტა აღმოაჩინეს და მათგან 4 ბალისტიკური რაკეტა და 175 დრონი გაანეიტრალა.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
· უკრაინას, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ თავისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს, მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღება.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ხორგუანი – კობახიძე კალაძის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ირიდებს! – წარმოდგენილი კანონპროექტის უკან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით სავალალო გადაწყვეტილებას ვკითხულობთ! თურმე კარის „დელეცი“ არ უნდა შეყოვნდეს

გიგი წერეთელი – რუსეთის ნაბიჯებზე „ქართული ოცნების“ სიჩუმე გვეუბნება იმას, რომ საქართველო, პრაქტიკულად, კაპიტულანტურ პოზიციაშია, გერმანიის ახალ ელჩთან კი, რომელიც პეტერ ფიშერის შემდეგ ჩამოვა, არაფერი შეიცვლება – ეს არის სისულელე

ვიკა ფილფანი – „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება სოციალურად დაყო და ღარიბების დახლების შექმნა დაიწყო, ფაქტობრივად, ღარიბებს უთხრეს, თქვენ წიწიბურა და ვადაგასული საჭმელი ჭამეთო – ხალხს მოწყალება არა, ღირსეული ცხოვრება უნდა