კიშინაუს აეროპორტმა კოდი შეიცვალა

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მსოფლიო აეროპორტების სისტემაში კიშინაუს აეროპორტს 18 იანვრიდან ახალი კოდი აქვს RMO, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ამის შესახებ Newsmaker-ი წერს.
18 იანვარს აეროპორტმა გამაფრთხილებელი ცნობა გაავრცელა, რომ ამ დღიდან რეისების ყველა ტაბლოზე კიშინაუს კოდი იქნება გამოსახული, როგორც RMO , რაც წარმოადგენს მოლდოვას რესპუბლიკის შემოკლებულ ვარიანტს, ნაცვლად KIV-ისა, რომელიც კიშინაუს რუსული დასახელების კიშინოვის შემოკლებული ვარიანტად იყო მიჩნეული. აეროპორტის განცხადებით, კოდის ცვლილების გამო ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, რეკომენდირებულია დაუკავშირდეთ შესაბამისი ავიაკომპანიის ტექნიკურ მხარდაჭერას.
შეგახსენებთ, რომ კიშინაუს აეროპორტის კოდის მოსალოდნელი ცვლილება დეკემბერში გამოცხადდა. ეს უპრეცედენტოა საავიაციო ინდუსტრიისთვის. გამოცხადებიდან რამდენიმე კვირაში, ორჯერ გავრცელდა ცნობა კიშინაუს ბილეთებთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების შესახებ – WizzAir-ის შემთხვევაში, 15 იანვრის შემდეგ ფრენები ტყუილად “გაუქმდა” და ასევე შეუძლებელი იყო ზოგიერთისთვის Turkish Airlines-ის ფრენების ბილეთების შეძენა. თუმცა, ზუსტად არ არის ცნობილი, იყო თუ არა აეროპორტის კოდის ცვლილება ამ ხარვეზის მიზეზი.