შვეიცარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა

შვეიცარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა. უკვე დაიხურა დავოსის ეკონომიკური ფორუმიც. შვეიცარიის სამთო კურორტმა 3 000 სტუმარს უმასპინძლა, მათგან 60 სახელმწიფოს ლიდერი იყო.
შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობა, საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარება, ანაკლიის პორტის და ახალი აეროპორტის მშენებლობა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დინამიკა – ამ საკითხებზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.
პანელურ დისკუსიებში მონაწილეობის გარდა, შედგა არაერთი მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან, საერთაშორისო ორგანიზაციასა და უმსხვილეს ბიზნეს კომპანიებთან. პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ბოლო შეხვედრა ისრაელის პრეზიდენტთან გამართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი