კუნძულ კრეტასთან ნავის ჩაძირვის შედეგად 17 მიგრანტი დაიღუპა

კუნძულ კრეტას სამხრეთით, ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას, მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენე შეძლეს, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გადარჩენილებმა მაშველებს უთხრეს, რომ ძლიერი შტორმის დროს გემზე კონტროლი დაკარგეს, რის გამოც გემზე მყოფი პირები ღია ზღვაში წყლის, საკვებისა და სათანადო თავშესაფრის გარეშე დარჩნენ.
სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ნავის პოვნის დროისთვის მიგრანტები ერთ დღეზე მეტი ხნის გარდაცვლილები იყვნენ.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნიდან იყვნენ მიგრანტები.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი