“შეისწავლონ 2019 წელს რა გამოიყენა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლისას” –კობახიძე

ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, გახარიას გუნდს მიმართავს და ამბობს:

„მათ შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს. რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის“ გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი.”
როგორც ჩანს, კობახიძეს ავიწყდება, რომ 2019 წელსაც ამ გუნდის წევრი იყო და გახარიას ქმედებებზე ის და მისი გუნდიცაა პასუხისმგებელი, მით უფრო რომ სწორედ, აქციების დარბევის შემდეგ დააწინაურეს გახარია პრემიერობამდე.
კობახიძე ამბობს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეუძლიათ გაუზიარონ დოკუმენტები, თუმცა, არაერთი იურისტი, ექიმი და ჟურნალისტი უკვე მერამდენე დღეა ამაოდ ითხოვს ამ დოკუმენტაციას. დღეს აქციაზე მყოფი ხალხიც ითხოვს ამ დოკუმენტაციის გასაჯაროებას და მეტი ვინ უნდა მოითხოვოს რომ გასაჯაროვდეს, – უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია