“ჩვენი დიდი პროტესტის შემდეგ, ამერიკაში დუეტი ჯორჯიას კონცერტი გაუქმებულია!”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი ნატატო გიორგაძე წერს.
“ხალხი ვინც არანაირ მხარდაჭერას არ გამოხატავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მხარს არ უჭერს უკანონო ტყვეებს, არ ადარდებს ქვეყნის ბედი და არ აინტერესებს ემიგრანტს ხმის უფლებას წაგვართმევენ თუ არა, რა ნამუსით უნდა გვიმღეროთ?!”- დაწერა ემიგრანტმა.
ვიცი რომ აქ ბევრნი ხართ და ყველა კითხულობთ, ამიტომ მინდა გაითვალისწინოთ შემდეგი – ხალხი ვინც არანაირ მხარდაჭერას არ გამოხატავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მხარს არ უჭერს უკანონო ტყვეებს, არ ადარდებს ქვეყნის ბედი და არ აინტერესებს ემიგრანტს ხმის უფლებას წაგვართმევენ თუ არა, რა ნამუსით უნდა გვიმღეროთ?!
სადაც გინდათ, იქ მოიწყვეთ თქვენი ახალი წელი და ვოიაჟები, მაგრამ ფულს ვერ იშოვით ჩვენთან, თქვენი ტაშფანდურით!
არ დავინდობთ არავის!
ცეცხლი ოლიგარქიას!
#თავისუფლებარეჟიმისტყვეებს ” | წერს სოციალურ ქსელში აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნატატო გიორგაძე.
“პირველები” “დუეტ ჯორჯიასთან” დაკავშირებას ცდილობს.




