პრემიერი „ფარას“ რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტზე – ჩვენთვის ეს არ არის ლობისტური კონტრაქტი, ეს არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებ-მიცემობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ

პრემიერი „ფარას“ რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტზე – ჩვენთვის ეს არ არის ლობისტური კონტრაქტი, ეს არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებ-მიცემობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ
ჩვენთვის ეს არ არის ლობისტური კონტრაქტი, ამ ყველაფერს სჭირდება სათანადო გამოძიება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც -ის „ფარას“ რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტს შეეხებოდა „ნაცმოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობის შესახებ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებ-მიცემობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ.
„როგორც მოგეხსენებათ, საქმე არის აღძრული საქართველოს პროკურატურაში, რომელიც უკავშირდება უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერას მტრულ საქმიანობაში. როდესაც ასეთი ტიპის კონტრაქტი ფორმდება, მე ვფიქრობ, ესეც შეიცავს მინიშნებებს გარკვეულ სისხლისსამართლებრივ დანაშაულებრივ საქმიანობაზე, თუმცა ესეც უნდა იქნას სამართლებრივად დადგენილი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებების მიერ. რაც შეეხება იმას, რასაც ეწოდება ფორმალურად ლობიზმი, ჩვენთვის ეს ვერ იქნება ლობიზმი, ეს არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებ-მიცემობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე – იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან, სადაც არ გიმაგრებს ზურგს ელემენტარული ფაქტები, იქ ხელოვნურად ვერავითარ აჟიოტაჟს ვერ შექმნი

„ბიბისის“ რეპორტაჟის ავტორების უკიდურესი პოლიტიკური მიკერძოების კიდევ ერთი ნათელი დასტური მოპასუხე მხარის, ამ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიციების უგულებელყოფა, წინასწარ გაგზავნილ შეკითხვებზე გაცემული სრულყოფილი პასუხების დამალვა და აბსოლუტური იგნორირება იყო

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე – რეალურად, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი გასული წლების განმავლობაში, დღეს ევროკავშირში არის ძალიან მძიმე ვითარება პოლიტიკური, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და ეკონომიკური თვალსაზრისით