ემანეულ მაკრონი და ფრიდრიხ მერცი 8 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ჩავლენ ლონდონში. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს, რადგან უკრაინაში სასწორზე დგას ასევე ევროპის უსაფრთხოება.
“ორშაბათს [8 დეკემბერს] გავემგზავრები ლონდონში, რათა შევხვდე უკრაინის პრეზიდენტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს, და ერთად შევაფასოთ ვითარება და ამერიკული შუამდგომლობის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებები.
უკრაინას შეუძლია ჩვენი ურყევი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. სწორედ ეს არის იმ ძალისხმევების მიზანი, რომლებიც “მსურველთა კოალიციის” ფარგლებში გავიღეთ. ამერიკელებთან ერთად გავაგრძელებთ მას, რათა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მივაწოდოთ, რომელთა გარეშეც ვერ იქნება მყარი და ხანგრძლივი მშვიდობა.
უკრაინაში სასწორზეა ასევე მთლიანად ევროპის უსაფრთხოება”, – წერს მაკრონი.




