მარტივად ავხსნი.
სულ დასადგენი იყო 2 ნივთიერება – ბიბისის დოკუმენტის მიხედვით. აქედან ერთის შემთხვევაში გამოსაძიებელი არც არაფერი იყო – გამხსნელი საშუალება, კოდით UN 1710. ეს აღმოჩნდა საშიში ქიმიკატი ტრიქლორეთილენი. მაშინვე გაირკვა. რაც შეეხება მეორე ნივთიერებას – ფხვნილს. ის იმალებოდა კოდის UN 3439 -ის ქვეშ. იქ მთელი სპექტრია საშიში ნივთიერებების, მაგრამ კონკრეტულად რომლით მოწამლეს ხალხი, უცნობი იყო. რა გააკეთა სუსმა. ხომ იცოდა, რომ ტრიქლორეთილენი საშიშია, ისიც ხომ იცოდა, UN 3439–ში შემავალი ნივთიერებებიც საშიშია, შესაბამისად, ქიმიური იარაღი დასტურდებოდა. ხოდა ადგა და თქვა, ტრიქლორეთილენი ჩამოწერილი იყოო (თან ,,რატომღაც” ზუსტად იმდენი, რამდენიც ბიბისის მოპოვებულ დოკუმენტშია მითითებული), მაგის მაგივრად სხვა გამოვიყენეთო – ძალიან კაი და უსაფრთხოო (ოღონდ თან არაა დაკონკრეტებული, ზუსტად რა პერიოდზე ლაპარაკობენ, განცხადებიდან არ ჩანს, რა ჰქვია გამხსნელ ნივთიერებას, რასაც 4-5 დეკემბრამდე იყენებდნენ. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ტრიქლორეთილენია თუ რამე სხვა. გაუგებარია, ადასტურებენ თუ უარყოფენ 4 რიცხვამდე ამ საშიში გამხსნელი ნივთიერების გამოყენებას); შეკითხვები რა საჭიროა, პროსტა გვენდეთ. ყლეზე დაიკიდეთ ეგ სიმპტომები, რომელიც აიკიდეთო. თქვენს თავსა და ფაქტებს, დოკუმენტს კი არა, ჩვენ დაგვიჯერეთო. ხოლო ის მეორე ნივთიერება ჩვეულებრივი ცრემლმდენი იყოო, უბრალოდ UN 3439 კოდით იყო შემოტანილიო. რა ვქნათ, კი აქვს მაგ ნივთიერებას თავისი კოდიო, მაგრამ რავი, დაგვიჯერეთ, რატომღაც ამ კოდით (UN3439) იყო შემოტანილიო. თეორიულად ხო შეიძლებაო, ასე მომხდარიყოო, ხოდა დაგვიჯერეთო, აი, მართლა ასეთი სტრანნი რამე მოხდაო. მოკლედ, ორი ნივთიერებიდან ერთი ჩამოწერილად გამოაცხადეს, მეორე კი კოდების ჟონგლიორობაში გაატარეს. ანუ ბიძინამ თქვა, დახურეთ ეგ საქმეო და ის მეორე საქმე გააგრძელეთო, ვინც მოვწამლეთ, მაგათ წინააღმდეგ რომ აღვძარითო. აბა ჩემს თავს ხო არ დავიჭერო.
სად წაუხვალთ ამ საქმეს ?! დამარცხდებით – პასუხს აგებთ. იქამდე კი ეს საქმე წვლილს შეიტანს თქვენს დამარცხებაში.
კიდევ ერთი დეტალი.
4-5 დეკემბრამდე რა ხდებოდა ? BBC-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ნახსენები ტრიქლორეთილენი ( საშიში ნივთიერება – კოდით UN 1710) გამოიყენეთ ? დღეს ეს ნივთიერება ჩამოწერილად გამოგვიცხადეთ და ნაშთი უწოდეთ 880 ლიტრს, მაგრამ განცხადებაში არ მიგითითებიათ 28 ნოემბრიდან მოყოლებული მომდევნო დღეებში (თუნდაც 4 დეკემბრამდე) რა ნივთიერებას იყენებდით გამხსნელ საშუალებად. ● სუსი : გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.
ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით გამოძიების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენენ – პირველი: ქიმიური ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’. მეორე: ქიმიური ნივთიერება – ტრიქლორეთილენი (ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით). მესამე: ქიმიური ნივთიერება – პროპილენგლიკოლი.
● სუსი :
2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი. ● შეკითხვა : მაგალითად, 28-29-ში რა გამოიყენეთ გამხსნელ საშუალებად ? ვთქვათ, გავგიჟდით ყველანი და ასე უაპელაციოდ დაგიჯერეთ, რომ ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი გამოიყენეთ. გამხსნელად რაღაც ხომ გამოიყენეთ ? რატომ არ აკონკრეტებთ, რა იყო გამხსნელი 28-29-ში ? 4-5 ღამეზე რატომ გვიყვებით მხოლოდ ?
ტრიქლორეთილენის (UN 1710), რომელიც ძალიან საშიში ნივთიერებაა, 28-29-ში გამხსნელად გამოყენებას უარყოფთ თუ ადასტურებთ. დაგვიკონკრეტეთ, თუ შეიძლება.




