NATO-ს ქვეყნები რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადონ – NATO-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი

NATO-ს ქვეყნები არ უნდა იყვნენ იმის იმედად, რომ მშვიდობიანი ცხოვრება თავისთავად გაგრძელდება და რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადონ, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს მშვიდობიან მოსახლეობაზე, – ამის შესახებ NATO-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნიდერლანდელმა ადმირალმა რობ ბაუერმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ მშვიდობიანად ვცხოვრობთ, მოცემულობა არ არის. სწორედ ამიტომ ვემზადებით რუსეთთან კონფლიქტისთვის, მაგრამ დისკუსია გაცილებით ფართოა. ეს არის ინდუსტრიული ბაზა და ასევე ადამიანები, რომლებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ისინი გარკვეულ როლს ასრულებენ”, – აღნიშნა ბაუერმა.
მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ კონფლიქტისთვის მომდევნო 20 წლის განმავლობაში.