BBC-ის ჟურნალისტებმა ისეთი სიუჟეტი მოამზადეს, რომელიც სადამ ჰუსენის ხელმეორედ დასასჯელადაც გამოდგებოდა

BBC-ის ჟურნალისტებმა ისეთი სიუჟეტი მოამზადეს, რომელიც სადამ ჰუსენის ხელმეორედ დასასჯელადაც გამოდგებოდა
დასხდნენ ხელმოცარულები და მერამდენედ დამარცხებული აგენტები და მოიფიქრეს: „პირველ მსოფლიო ომში ვინც არ მოწამლეს, საქართველოს ხელისუფლებამ ქიმიური ნივთიერებით მოწამლა“. ამის შემდეგ მოიხმეს BBC-ის „უჭკვიანესი გამომძიებელი ჟურნალისტები“ და მათაც ისეთი სიუჟეტი მოამზადეს, რომელიც სადამ ჰუსენის ხელმეორედ დასასჯელადაც გამოდგებოდა, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, დროა, რომ ადგილობრივი აგენტების პარპაში სახელმწიფომ დაასრულოს. “დასხდნენ ხელმოცარულები და მერამდენედ დამარცხებული აგენტები და მოიფიქრეს: „პირველ მსოფლიო ომში ვინც არ მოწამლეს, საქართველოს ხელისუფლებამ ქიმიური ნივთიერებით მოწამლა“.
ამის შემდეგ მოიხმეს BBC-ის „უჭკვიანესი გამომძიებელი ჟურნალისტები“ და მათაც ისეთი სიუჟეტი მოამზადეს, რომელიც სადამ ჰუსენის ხელმეორედ დასასჯელადაც გამოდგებოდა. საინტერსო კი ის არის, რომ ამ აბსურდული თეატრს მათივე უცხოელი პატრონები ისეთი გაოცებული აღშფოთებით გამოეხმაურნენ, თითქოს ეს სიბინძურე მათ მიერ დაგეგმილი არ ყოფილიყო. აგენტები კიდევ უფრო გამხნევდნენ და შოუებში მონაწილეობისათვის უკვე ყველაზე მძიმე არტილერიას იყენებდნენ, სალაპარაკოდ მოყავთ ერთმანეთზე უფრო სასაცილო ადამიანები, რომელთაგან ზოგის თუთიყუშს ბუმბული გაცვივდა, ზოგის ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა, ზოგიც მოწამლვის შემდეგ ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ექიმებმა განაცხადეს: „წესით, ცოცხალი არ უნდა იყოსო“. ვფიქრობ, დროა, ეს მარაზმი დასრულდეს. არ შეიძლება უცხოეთში ვინმემ დაგეგმოს ახალი სიბინძურეები, რომელშიც ადგილობრივი აგენტები იაფფასიანი საცირკო ილეთებით მონაწილებდენენ, შემდეგ კი ვიღაცეები ამის საფუძველზე რეზოლუციებს წერდნენ და სანქციებით იმუქრებოდნენ. პროვოკატორებისა და შანტაჟისტების დრო უნდა დასრულდეს, სახელმწიფომ კი უნდა ინებოს და ალაგმოს ეს სულგაყიდული აგენტების პარპაში.” – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები