იმედია ბებერი და გონებაარეული ევროპაც „დაღვინდება“ და ოკეანგაღმელების ასეთი დასაცინი არ გახდება

იმედია ბებერი და გონებაარეული ევროპაც „დაღვინდება“ და ოკეანგაღმელების ასეთი დასაცინი არ გახდება
„ტოლობის ნიშანი რომ დასვეს კრემლთან(მოსკოვთან), გააუფერულეს ჩვენი სწრაფვა ნანატრი ევროპისკენ,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც შტატები ნატოსთან თანამშრომლობისას მისი მუდმივად გაფართოების აღქმის დასრულებას ასახელებს: ზაალ მიქელაძე იმედოვნებს, რომ ევროპა მოეგება გონს და დაუბრუნდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს.
„სუს-მა უნდა გამოიკვლიოს ილონ მასკიც ხომ არ იყო კამიტით გაბრუებული – ამ პოსტერით ყველაფერი ითქვა. წლებია იმავეს ვეუბნებით ბრიუსელს: ტოლობის ნიშანი რომ დასვეს კრემლთან(მოსკოვთან), გააუფერულეს ჩვენი სწრაფვა ნანატრი ევროპისკენ. იქ ახლა სხვა ფასეულობები დაგვხვდა ჩვენც და მასკსაც. ამას ხაზს უსვამს ახალი ამერიკული უსაფრთხოების სტრატეგია. ნახეთ სად ხართ და რა ადგილი გიჭირავთ ამ დოკუმენტში? ჩვენ ღმერთის რწმენა და ხელისუფლის გონიერება გადაგვარჩენს! იმედია ბებერი და გონებაარეული ევროპაც „დაღვინდება“ ოკეანგაღმელების ასეთი დასაცინი არ გახდება,“ – წერს ზაალ მიქელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები