კაია კალასი -ზე – ჩვენ უდიდესი მოკავშირეები ვართ და ერთმანეთის გვერდით უნდა დავრჩეთ – ევროპა საკუთარ ძალას სათანადოდ ვერ აფასებს, რუსეთის წინაშე უფრო თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ

აშშ ჯერ კიდევ ჩვენი ყველაზე დიდი მოკავშირეა. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა -ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიის დოკუმენტთან დაკავშირებით გააკეთა.
კაია კალასის განცხადებით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში ევროპული ინსტიტუტების შესახებ „ბევრი კრიტიკაა, თუმცა ნაწილი სიმართლეს წარმოადგენს“.
„ვფიქრობ, სხვადასხვა საკითხზე ყოველთვის ერთ აზრს არ ვიზიარებთ, მაგრამ საერთო პრინციპი ჯერ კიდევ ძალაში რჩება. ჩვენ უდიდესი მოკავშირეები ვართ და ერთმანეთის გვერდით უნდა დავრჩეთ“, – განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, ევროპა უფრო თავდაჯერებული უნდა იყოს.
„ევროპა საკუთარ ძალას სათანადოდ ვერ აფასებს. მაგალითად, რუსეთის წინაშე ჩვენ უფრო თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება