სამი “საოცრება” ჩვენს ქვეყანაში: სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა. საარჩევნო უბნებზე ქალბატონებმა დაჟინებული მზერით 400.000 ხმა გააყალბეს. “კამიტით მოწამლული”აკაცუკი 1 წლის თავზე მოვლენებს პირდაპირ ეთერში იხსენებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
კირცხალია იმ „საოცრებების“ ჩამონათვალს აკეთებს, რაც ბოლო დროს ქვეყანაში მოხდა.
„სამი “საოცრება” ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე საოცრებების სერიიდან:
1. სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა.
2. საარჩევნო უბნებზე ძვირფას ქურქში გამოწყობილმა ქალბატონებმა დაჟინებული მზერით 400.000 ხმა გააყალბეს.
3. ქიმიური თავდასხმის დროს “კამიტით მოწამლული”აკაცუკი 1 წლის თავზე მოვლენებს პირდაპირ ეთერში იხსენებს. დაზარალებული მხოლოდ თუთიყუში დარჩა, რომელსაც ბუმბული დაცვივდა“-წერს ირაკლი კირცხალია.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს“