5-8 წლის შემდეგ შეიძლება პუტინი, ერთხელაც, NATO-ს ქვეყნებსაც დაესხას თავს – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ NATO-ს წევრ ქვეყნებს შესაძლოა, რამდენიმე წელში დაესხას თავს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთხელაც შესაძლოა, NATO-ს ქვეყნებსაც კი დაესხას თავს. ჩვენი ექსპერტები ელოდებიან, რომ ეს შესაძლოა, 5-8 წლის შემდეგ მოხდეს“, – ამბობს პისტორიუსი.
როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის მუქარა, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი