ლუვრის მუზეუმის ბილეთები გაძვირდა – Le Parisien

ბოლო 8 წელია ლუვრის მუზეუმის ბილეთები არ გაძვირებულა. Le Parisien-ის ცნობით, მიმდინარე წლის ზაფხულიდან, ლუვრის მუზეუმის ბილეთები 30%-ით გაძვირდება. ონლაინ შეძენისას ბილეთი 15 ევრო ეღირება, ხოლო სალაროებში – 22 ევრო.
„ლუვრში ფასები რვა წელია არ გაზრდილა, მაგრამ 2024 წელს თითქმის 30%-ით გაძვირდება“ – წერს Le Parisien.
ამ ცვლილების მიუხედავად, მუზეუმის უფასოდ დათვალიერების შესაძლებლობა შენარჩუნდება. ლუვრის მონახულება შეგიძლიათ ყოველი თვის პირველ პარასკევს, გარდა ივლისისა და აგვისტოსა. ბილეთი კი კვლავ წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.
მუზეუმის ხელმძღვანელობა ფასების ზრდას საოპერაციო ხარჯების გაზრდით ამართლებს.