საფრანგეთის ელჩი რუსეთის საგარეო სამინისტროში მივიდა, სადაც ხარკოვში ფრანგი ბოევიკების განადგურებასთან დაკავშირებით დაიბარეს

რუსეთში საფრანგეთის ელჩი, პიერ ლევი ს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა, სადაც მას შემდეგ დაიბარეს, რაც, რუსული მხარის მტკიცებით, მათმა სამხედროებმა ხარკოვში დაქირავებული ფრანგი მებრძოლები გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ელჩს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
კერძოდ, 17 იანვარს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვში დაარტყეს შენობას, სადაც უცხოელი დაქირავებული მებრძოლები, მათ შორის ფრანგებიც, იმყოფებოდნენ.
მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას