მეგობრებო, პროპაგანდამ არ დაგაბნიოთ, უნდა იცოდეთ, რომ: “ქიმიური იარაღის შესახებ კონვენცია” აქციების დროს პოლიციას უფლებას აძლევს გამოიყენოს მხოლოდ ისეთი ქიმიური საშუალებები, რომლებიც: იწვევს სწრაფ სენსორულ გაღიზიანებას, აქვს დროებითი, მოკლევადიანი ეფექტი, გაღიზიანება წყდება ქიმიური ნივთიერების ადამიანზე ზემოქმედების შეწყვეტისთანავე. UN 3439-ის კოდის ქვეშ არსებული ნებისმიერი ქიმიური ნივთიერების გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ (რაც პრაქტიკულად დაადასტურა ირაკლი კობახიძემ) წარმოადგენს “ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის” დარღვევას, ვინაიდან, ამ კოდის ქვეშ არსებულ ქიმიურ ნაერთებს აქვს: მაღალი ტოქსიკურობა; მათი ზემოქმედება არ წყდება მყისიერად; აქვს გრძელვადიანი ეფექტი; იწვევს სასუნთქი გზების ძლიერ გაღიზიანებას; ხანგრძლივ ფიზიოლოგიურ და ნევროლოგიურ ეფექტებს; არც ერთი კონვენციის წევრი სახელმწიფოს მიერ აღნიშული ნივთიერებები არ არის აღიარებული, როგორც მასების მართვისთვის დასაშვები საშუალება. შესაბამისად, მათი გამოყენება პროტესტის დასაშლელად, როგორც ქიმიური იარაღის, აკრძალულია, და კონვენციურად გაუმართლებელია! აქციების დასაშლელად არსებობს ნებადართული რამდენიმე ნივთიერება, როგორიცაა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და სხვა, რომელთა გამოყენებასაც თავისი წესები აქვს, რასაც თუ არ დაიცავ, ასევე, ხდება უკანონო (მაგალითად, არ შეიძლება დახურულ სივრცეში, დიდი ოდენობით, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, ალყაში მოქცევის დროს – აღნიშული გარემოებები ისედაც დარღვეული ჰქონდა შსს-ს შარშანდელი აქციების დარბევისას). თუმცა, კიდევ ერთზელ, UN3439 კოდით არსებული არც ერთი ნივთიერების გამოყენება დასაშვები არ არის აქციების დაშლის დროს. ასევე, კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოებს დეკლარირება გაუკეთონ თითოეულ ქიმიკატს, რომელსაც მასების მართვის მიზნით ინახავენ. ახლა გასარკვევია, იყო თუ არა ეს ნივთიერება სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული? და მთავარი კითხვა, რა ნივთიერება გაურიეს წყალს?” – წერს ნინო ლომჯარია.



