კურტანიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და თებერვალში თავისუფლდება ციხიდან

სასამართლომ “ოცნების” ყოფილ დეპუტატს, ელდარ (ლუკა) კურტანიძეს ოჯახში ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევისა და ნივთის დაზიანების ნაწილში გაამართლა. მას 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
მისი პატიმრობის ათვლა 27 ივლისიდან იწყება. შესაბამისად, “ოცნების” ყოფილი დეპუტატი საპატიმროს თებერვალში დატოვებს.
სხდომაზე კურტანიძემ თქვა:
ხათუნას სჭირდება, მე ვიყო ციხეში. მას ყველგან სარჩელი აქვს ჩემზე შეტანილი და არ უნდა, რომ მივიდე სასამართლოში. ის მაშანტაჟებს. ქობულეთის სახლი უნდა მთლიანად და მერე გამოიტანს თურმე სარჩელს. მე რაც დავაშავე – ვთქვი: მოთმინებამ მიღალატა. მე შეტანილი მაქვს სარჩელები და ამ ფარგლებს იქით არ გავალ. ყველა დღე დაკარულია, რაც მე ციხეშ ვარ ეროვნული ნაკრებისთვის და სპორტკომპლექსისთვის. მყავს 6 შვილი, სამი არასრულწლოვანი, პენსიონერი, ავადმყოფი დედა და ვერაფერს ვაკეთებ მათთვის. გთხოვთ, არ ვითაკილებ ამას, შანსი მომეცით, ეს იქნება სასარგებლო საქმიანობა, დასუფთავება თუ სხვა რამ, ამით შემოვიფარგლოთ და მაგალითი ვიყო, – თქვა პროცესზე კურტანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის ექს პრეზიდენტი და “ოცნების” ყოფილი დეპუტატი ყოფილ მეუღლეს ქობულეთში მდებარე სახლში შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნებოდა. ვიდეოში ჩანს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაც, მაგრამ პროკურატურა მას დაუმორჩილებლობას არ ედავება.