„დაუსჯელობის საშიში ატმოსფერო“ – ეუთოს 39 ქვეყანა საქართველოში დემონსტრანტებზე ძალადობის გამოუძიებლობას ეხმაურება

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრის შემდეგ ეუთოს წევრი 39 სახელმწიფო ევროპაში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც საუბრობს.
„საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების განმახორციელებელი პირების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებულად გამოყენების შესახებ ცნობების გამოძიების ნაკლებობა აჩვენებს სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს ქმნის“, – წერია საერთო განცხადებაში.
5 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ „საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დამოუკიდებლობის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები ქმნის საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობის საფრთხეს“.
ხელმომწერი ქვეყნები არიან ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, , ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, , სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, , გაერთიანებული სამეფო და .
· დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დევნა ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომლის გამოც დასავლეთის ქვეყნებმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებსა და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესეს.
· ევროპის მომხრეთა მიტინგებზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამდნენ სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს მუშტებს, წიხლებს – ხშირად თავში; სცემდნენ მათ ქუჩაში, ძირს დაგდებულებს თუ დაჭერის შემდეგ, დაკავების მანქანებში.
· დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე უხეში ფიზიკური ძალადობის გამო არცერთი ძალოვანი არ დასჯილა. პოლიციასთან დაპირისპირების, დაუმორჩილებლობის გამო თუ ჯგუფური ძალადობის ბრალდებებით დააკავეს და გაასამართლეს საპროტესტო აქციების ასეულობით მონაწილე – ადვოკატებისა და უფლებადამცველების შეფასებით, ხშირად სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ცრუ მოწმეების ნაამბობის საფუძველზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!