პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, გიორგი ლუბარეცი:
გორგოლაჭიანი სამთავრობო ექიმი, ლევან რატიანი: “პირველი შემთხვევაა ბიბისის მასალა, სადაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით, ეს ნონსენსია”.
ბატონო ლევან, საქართველოში ექიმებზე მეტ სამეცნიერო ლიტერატურას რომ მოქალაქეები ვკითხულობთ, სიახლე არაა, მაგრამ მადლობა თამამი აღიარებისთვის.
მეცნიერების დარგს, რომელიც შეისწავლის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ეპიდემიოლოგია ჰქვია. ყველა შესაბამის განხრას აქვს შესაბამისი გაიდლაინები.
ერთ ერთ ასეთში, STROBE (Strengthening the Reporting of Observational Studies in Epidemiology)-ს გაიდლაინებში, რომლის გამოყენებასაც ავალდებულებენ სამეცნიერო ჟურნალები მკვლევარებს, ვკითხულობთ:
“Describe the setting, locations, and relevant dates, including periods of recruitment, exposure, follow-up, and data collection” [1]
“აღწერეთ გარემო/ვითარება, ადგილმდებარეობები და შესაბამისი თარიღები, რეკრუტირების, ექსპოზიციის, შემდგომი დაკვირვებისა და მონაცემთა შეგროვების პერიოდების ჩათვლით”.
როცა “გარემო/ვითარება” სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიმართული პროტესტია, ეს არის არა მიკერძოება, არამედ გაიდლაინების დაცვა. საინტერესოა, როგორ სტატიებს კითხულობთ, სადაც მკვლევარები საუბრობენ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და არ საუბრობენ, როგორ და რა ვითარებაში მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები ადამიანებმა. საინტერესოა, როგორ აგრძელებთ ასეთი სტატიის კითხვას პროტესტის გარეშე.
ასევე შეგახსენებთ, რომ მეცნიერება მხოლოდ რიცხვებს არ შეისწავლის, ის ასევე შეისწავლის სრულ კონტექსტს. შეგახსენებთ ეპიდემიოლოგიურ ტრიადას:
1. აგენტი: დაავადების გამომწვევი (მაგ. ბრომობენზილ ციანიდი)
2. ჰოსთი: დაავადების მატარებელი ორგანიზმი (მაგ. მომიტინგე)
3. გარემო: გადაცემის ხელშემწყობი გარე ფაქტორები (მაგ. საპროტესტო აქცია)
თუ ახლა გადაწყვიტეთ, რომ დაიწყოთ სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა, კომენტარებში დაგილინკავთ საინტერესო პუბლიკაციებს, რომლებიც პოლიტიკური მიმოხილვით იწყება.
—–
[2] 2019 წლის სოციალური პროტესტების გავლენა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გამოყენებასა და შემთხვევების სიმძიმეზე სანტიაგოში, ჩილე
დასერჩე: civil unrest, social, inequality
[3] ცრემლსადენი აგენტების ქლორობენზილიდენმალონონიტრილისა და ოლეორეზინ კაპსიკუმის მოკლევადიანი ჯანმრთელობაზე ზემოქმედება სანტიაგო დე ჩილეს სამოქალაქო არეულობების დროს 2019-2020 წლებში
დასერჩე: disproportional use of force, social protest
[4] ცრემლსადენი გაზის გამოყენება მასების კონტროლისთვის ჰონგ კონგში
წაიკითხე: პირველივე პარაგრაფი
დასერჩე: Bill 2019 introduced, demonstrations
ნახე: პირველი ფიგურა (ფოტო პროტესტიდან)
—-
სულ 10 წუთი დამჭირდა ბატონო ლევან. და თქვენ რამდენ დროს უთმობთ ხოლმე სამეცნიერო ლიტერატურის კითხვას?
ზოგადად, კარგია სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა ბატონო ლევან, თქვენც გირჩევთ.
side note: კოვიდის დროს, იმის მიუხედავად, რომ უამრავი “საზოგადო მოღვაწე” ექიმისგან ფსევდომეცნიერულ ბოდვას ვისმენდით და ზოგიც, საერთოდ ანტივაქსერად პოზიციონირებდა, ამირან გამყრელიძე ალბათ ერთადერთი იყო, რომელიც დანარჩენებზე გაცილებით უფრო გაწონასწორებული იყო.
იმ ულვაშებიანმა აროგანტულმა ლეშმა საკონსტიტუციო სასამართლოში აბსოლუტური, დამტკიცებადი ტყუილების თქმაც მოასწრო, მაგალითად.
პოსტის ადრესატზე მეტს აღარ დავამატებ.
თუ “საჯარო ექიმობა” გინდა და ინსპირაციას ეძებ, იყავი ამირან გამყრელიძე და არა ლევან რატიანი, ან პაატა იმნაძე. თავისუფლად შეიძლება მუშაობდე ოფიციალურად, რეჟიმის ქვეშ, მაგრამ დარჩე ადამიანად.




