„მარცვლეულის შეთანხმების“ განახლების პერსპექტივა არ არსებობს“ – დიმიტრი პესკოვი

„მარცვლეულის შეთანხმების“ განახლების პერსპექტივა ახლა არ არსებობს. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის სხვა გზები უკიდურესად სარისკოა“, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ თემაზე საუბრები აღარ მიმდინარეობს.
„რაც შეეხება სხვა მარშრუტებს (უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის), ისინი სახიფათოა, სავსეა რისკებით“, – ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტის პრესმდივანმა და დასძინა, რომ „ეს ალბათ უფრო მეტად სადაზღვევო კომპანიებისა და კომერციული გემთმფლობელების თემაა, რომლებიც ამას ახორციელებენ“.
იქ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მაქსიმალური რისკებით მუშაობენ“, – აღნიშნა პესკოვმა.