აქციის მონაწილე კახა ჯაფარიძე:
ეს კადრი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის ერთ-ერთი დარბევის დღეს ასახავს. რუსთაველის გამზირზე ხალხი ე.წ. სახანძროს გადაუდგა და იძულებით დააღვრევინა წყალი.
დააკვირდით ფერს და კონსისტენციას.
წყალი კი არა, რაღაც თეთრი, სქელი, რძისფერი მასაა. კადრშიც ისმის, როგორ ყვირის ერთ-ერთი მოქალაქე “შეხედეთ, გარეულია, რა სუნი აქვს” და იგინება.
სანამ ეს ამბები საერთაშორისო დონეზე აიწეოდა და BBC იტყოდა, რომ შესაძლოა გამოყენებულია აკრძალული ქიმიური საშუალებები (მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი “კამიტი” ან სხვა მსგავსი ტოქსიკური ნაერთები), ჩვენ, მოქალაქეები, უკვე ვგრძნობდით, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მე მჯერა BBC-ის, იმის, რომ მსგავსი დასკვნა ვერ იქნება საფუძვლიანი არგუმენტაციის გარეშე. ამიტომ გაგიჟდა, ქ/ოცნების წარმომადგენლები.
დღეს ვუსმენდი ერთ-ერთ ექიმს, რომელმაც ძალიან გულწრფელად თქვა, “ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ეს ეკადრათ. თავიდან გვეგონა, რომ ეს მძიმე შედეგები უბრალოდ იმით იყო გამოწვეული, რომ არაპროპორციულად დიდი რაოდენობით, ე.წ. მხუთავი აირი გამოიყენეს. ვერ წარმოგვედგინა, რომ საქმე სხვა, აკრძალულ ნივთიერებასთან გვქონდა.”
სიმართლე გითხრათ, თავიდან ჩვენც, აქციის მონაწილეებიც, დაბნეულები ვიყავით. კი, ვგრძნობდით, რომ წვა ჩვეულებრივზე ასჯერ ძლიერი იყო, სუნთქვა შეუძლებელი, მაგრამ ამას “გადაჭარბებულ ძალას” ვაბრალებდით. ეჭვი მაშინ გაჩნდა და გამყარდა, როდესაც სიმპტომები სისხლდენა, მხედველობის დაქვეითება, ნევროლოგიური პრობლემები ადამიანებს არა 1-2 დღე, არამედ თვეობით გაუგრძელდა.
იმ პერიოდში რეჟიმმა ტოტალური ტერორი მოაწყო. იმდენი საშინელება ხდებოდა ერთდროულად – ზონდერების შემოსევა, მასობრივი დაჭერები, კოლოსალური ჯარიმები, ჩხრეკები, ყოველდღიური სტრესი… ჩვენ გადარჩენის რეჟიმში ვიყავით. ამ საინფორმაციო ქაოსში ფიზიკურ, ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამ ქიმიური ნაგვის მაშინვე დღის წესრიგში დაყენება.




