პრემიერი ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე – კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით

პრემიერი ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე – კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით
ამერიკული ადმინისტრაცია, მისი წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კონკრეტული მექანიზმები, უცხოური დაფინანსების მექანიზმები გამოიყენებოდა მტრული საქმიანობისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებას ეხებოდა, სადაც ის საუბრობს, რომ არაერთხელ, ევროპაშიც და შიც არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ კონკრეტული მიზნის მისაღწევად გამოყენებული.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ინფორმაციაც, რომელიც გავრცელდა კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან, არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით.
„ამ შემთხვევაში საუბარია სპეცსამსახურების ჩართულობაზე, მანამდე ჩვენ ვსაუბრობდით USAID-ის დ NED-ის ჩართულობაზე და ესეც დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციამ, როგორ ხდებოდა მტრული მიზნებით კონკრეტული სქემების გამოყენება, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი ატეხეს, როდესაც დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. დღეს უკვე ამერიკული ადმინისტრაცია, მისი წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კონკრეტული მექანიზმები, უცხოური დაფინანსების მექანიზმები გამოიყენებოდა მტრული საქმიანობისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ, მინდა შეგახსენოთ ის სამარცხვინო აჟიოტაჟი, რომელიც მაშინ შექმნეს ხელოვნურად კონკრეტულმა ელჩებმა, მედიასაშუალებებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, NGO-ებმა, ეს იყო მტრული საქმიანობა საქართველოს სტრატეგიული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციაც, რომელიც გავრცელდა კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან, არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით და მათ შორის, კონკრეტული ორგანიზაციების ჩართულობით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას

თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო, წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც 13 000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე შეიძინა კერძო სახლი საკუთარი მიწის ნაკვეთით

თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს