სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევის, ნივთის დაზიანების და დამცავი ორდერის შეუსრულებლობის ნაწილში გაამართლა.
კურტანიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ის საპატიმროში ივლისის თვიდან იმყოფება, პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ მხოლოდ 2 თვეს გაატარებს.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება.
„[სასამართლომ] დამნაშავედ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის ნაწილში, სადაც სასჯელის ზომად განუსაზღვრეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. თავისუფლების აღკვეთის ვადა დაიწყო 27 ივლისიდან, ხუთი თვე მოხდილია უკვე და სადღაც ორი თვის ვადაში დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. საკუთრების მფლობელობის დარღვევაში და ნივთის დაზიანებაში ცნო უდანაშაულოდ. [დაეკისრა სასარგებლო შრომა] დაეკისრა, მაგრამ ყველაზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ყველაზე მცირე სასჯელი და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს