ირმა ინაშვილი – არ ვარ გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე, თუ მიმსგავსება უნდათ, ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს – საერთოდ რვა წელია მელოტია და ეს ფიგურა სერგი კაპანაძეს უფრო ჰგავს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წმინდა მატრონას ხატზე ის და დავით თარხან-მოურავიც არის გამოსახული.
როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხატზე გამოსახული მანდილოსანი „ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს, ვიდრე მას.“
„არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი. თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი.
ისე, თუ მიმსგავსება უნდათ ზოგიერთებს, ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს ეს მანდილოსანი, ვიდრე მე.
საერთოდ რვა წელია მელოტია და არც ცხვირი აქვს ჩაზნექილი, არც თვალი უგავს და არც წარბი, ეს ფიგურა სერგი კაპანაძეს უფრო ჰგავს, ვიდრე დათოს, მაგრამ ნათლისღებაა დღეს და ახალი „სკანდალი“ ხომ უნდა გამოაცხონ?! სასაცილოა ეს ყველაფერი. სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გააკეთებ“, – წერს ირმა ინაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო