ლატვიაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო 74 მლნ ევრო კვლავ გაყინულია

ლატვიის ფინანსურ ინსტიტუტებში სა და ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გამო, დაახლოებით 74 მილიონი ევრო კვლავ გაყინულია.
ლატვიის ფინანსური ბაზრის მონაწილეებმა დაადგინეს ექვსი ფიზიკური და 35 იურიდიული პირი, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან. ისინი არ არიან შეყვანილი სანქციების სიაში, მაგრამ მათზე ვრცელდება შეზღუდვები, შესაბამისად, ამ იურიდიული პირების სახსრები და ფასიანი ქაღალდები გაყინულია.
2022 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლატვიურმა ბანკებმა სანქციების გამო დაახლოებით 80 მილიონი ევრო გაყინეს.