გიორგი კავკასიძე: ყველა ავტორიტარულ რეჟიმს ჰყავდა და ჰყავს თავისი მხარდამჭერი “მეცნიერები” რომელთა მოვალეობაა “მეცნიერულად დაასაბუთონ” ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება

ექიმი გიორგი კავკასიძე:
ყველა ავტორიტარულ რეჟიმს ჰყავდა და ჰყავს თავისი მხარდამჭერი “მეცნიერები” რომელთა მოვალეობაა “მეცნიერულად დაასაბუთონ” ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება.
თვალსაჩინო მაგალითია საყდრის-ყაჩაღიანის ოქროს საბადოს ისტორია. გერმანელმა მეცნიერებმა ნახშირბადის რადიოლოგიური ანალიზის საფუძველზე დაადგინეს რომ საყდრისი მსოფლიოში უძველესი ოქროს საბადოა..
ქართველმა “მეცნიერებმა”, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ გერმანელების მიერ განხორციელებულ კვლევის მეთოდებზე, დაადგინეს რომ საყდრისის საბადოს არანაირი ისტორიულ მნიშვნელობა არ აქვს. შედეგად საყდრისის ოქროს საბადო ააფეთქეს და მისი ისტორიულ კვალი წაშალეს.
ეხლა ქართველი “მეცნიერები” განიხილავენ მაღალ რეიტინგულ საერთაშორისო სამედიცინო Peer reviewed ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევას, რომელიც აღწერს ბრბოს დასაშლელი ქიმიური აგენტების მოქმედების შედეგებს და პათოლოგიური სიმპტომების კომპლექსს.
ამ “მეცნიერების” მიზანია აქცენტების გადატანა კვლევის მეთოდიკაზე, სტატისტიკურ ანალიზზე და სხვა დეტალებზე და არა ხალხისთვის ზიანის მიყენების ფაქტზე.
ეს ის “მეცნიერებია” ვინც (ჩემი ინფორმაციით) არც ერთი საერთაშორისო სამედიცინო, რეიტინგული ჟურნალის reviewer (მიმომხილველი) არ არის, ანუ არ არის იმ დონის საერთაშორისო ექსპერტი, ვისაც ჟურნალი აზრს ეკითხება გამოსაქვეყნებლად მიღებული სტატიის სამეცნიერო ღირებულებაზე.
არადა BBC მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ, სადაც მოხსენიებულია ეს კვლევაც, რამდენიმე მწვავე კითხვა წარმოშვა რომლებზედაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი:
როდის, ვის მიერ, რა მიზნით და კონკრეტულად რა ნივთიერება იყო შეძენილი კოდით UN3439

ასევე დაგაინტერესებთ