თაზო მახარაძე: ლუკა კურტანიძე მხოლოდ 7 თვე იქნება ციხეში და საპატიმროს დატოვებს. სამაგიეროდ, ჩვენ გვყავს მეგობრები, რომლებიც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე…

აქციის მონაწილე თაზო მახარაძე:

ლუკა კურტანიძე მხოლოდ 7 თვე იქნება ციხეში და საპატიმროს დატოვებს.
ლუკა კურტანიძის ძალადობა ვიდეოს საშუალებითაც ვნახეთ.
სამაგიეროდ, ჩვენ გვყავს მეგობრები, რომლებიც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, შეკერილი საქმეებით სხედან ციხეში.
ზვიად ცეცხლაძე, 21 წლის ბიჭი უკვე 1 წელი ზის ციხეში.
ზვიადის ძალადობა რომ ვნახო სადმე, ვერც კი დავიჯერებ. რა ძალადობა, რის ძალადობა.
ბათუმელი მედროშე, ზურა, ყოველთვის და ყველგან მშვიდობას ღაღადებდა, სულ იდგა ჩვენს და პოლიციას შორის და სულ გვამშვიდებდა.
გელა ხასაია… ადამიანს მოტეხილი ხელი ჩაუდეს… ვიღაც ტიპზე ძალადობას აბრალებენ, გელას ვინც იცნობს, ყველამ კარგად იცის რა აბსურდ ბრალდებასთან გვაქვს საქმე.
მოძალადეები გარეთ და უდანაშაულო ადამიანები ციხეში..