მორიელები, ზოგადად, ძალზე ემოციური არიან – პირველ რიგში, ისინი წუთიერი სურვილებით ხელმძღვანელობენ და გონებას ივიწყებენ. გრძნობითი განცდები მათი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. ისინი არ პატიობენ ღალატს.
ამ ადამიანების სიმბოლოა ორქიდეა.
ამ პერიოდში დაბადებულები გულდახურული ადამიანები არიან. ახასიათებთ უნდობლობა, ეჭვიანობა. ხშირად ხვდებიან უსიამოვნო სიტუაციებში. არიან ძალზე შრომისმოყვარე, მომთმენი.
16 ნოემბერს დაბადებულები
16 ნოემბერს დაბადებულები ხშირად ხდებიან მეცნიერ-ინტელექტუალები. არიან ენამახვილი, ცნობისმოყვარე, დაკვირვებული ადამიანები, აქვთ ანალიტიკური უნარები, არიან არაორდინარული პიროვნებები არცთუ მარტივი ხასიათით. შეუძლიათ სხვა ადამიანების ხასიათში ფსიქოლოგიური წვდომა.
16 ნოემბერს დაბადებულები მთელი ცხოვრება ჰარმონიას ეძებენ; აქვთ მისტიკაზე კონცენტრირებული განვითარებული წარმოსახვა, რაციონალური ცნობიერება. ურთიერთსაპირისპირო თვისებები ამ ადამიანებს ძალზე საინტერესოს ხდის. დამახასიათებელია შინაგანი კონფლიქტი, რაც მათთვის საკმაოდ მძიმეა.
16 ნოემბერს დაბადებული მორიელები ჭკვიანი, მომხიბლავი არიან, აქვთ მანიპულაციის უნარი, ადვილად იქვემდებარებენ ადამიანებს, ფაქიზად გრძნობენ ადამიანურ სულს. მაგრამ საკუთარ თავში გარკვევა ძალზე ცოტას შეუძლია.
ამ ადამიანებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, აღიარება; უარს არ ამბობენ მარტო დასვენებაზე, რადგან აქვთ თემები და საკითხები, რაზეც უნდა იფიქრონ.
ამ დღეს დაბადებულები ნიჭიერი ხელმძღვანელები არიან – თავშეკავებული, ლოიალური და სამართლიანი. ხელქვეითის როლში ასევე მშვენივრად გრძნობენ თავს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელობა მათ აზრს ითვალისწინებს. პროფესიული განვითარება მათთვის მაღალ დონეზე დგას.
ჯანმრთელობა
ამ დღეს დაბადებულებისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა ზედმეტი წონა. მათთვის რეკომენდებულია მოძრაობა და მჯდომარე სამუშაოსგან თავის არიდება., რომელსაც ენდოკრინოლოგიური და ფსიქოლოგიური პრობლემების გამოწვევა შეუძლია.
რჩევა
16 ნოემბერს დაბადებულები ძალზე ემოციური ხართ. თუ ემოციების გამოვლენამ ნეგატიური შედეგი მოგიტანათ, შემდეგ უკვე საკუთარ თავში იკეტებით. უნდა ეცადოთ და ამას თავი აარიდოთ.
მნიშვნელოვანი წლები
15, 25, 30, 45, 50, 60, 75.