12 , 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა – საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართ

500 Global-ის ინიციატივით, GITA-თან და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, უკვე მეცხრედ, საქართველოში 500 Global in Eurasia გაიმართა. აქსელერაციის პროგრამაში წელს მონაწილეობა 8 ქვეყნის 12 განსხვავებული პროფილის მქონე სტარტაპმა მიიღო. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. 

პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, Demo Day-ზე, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართა, დამფუძნებლებმა საკუთარი სტარტაპები ინვესტორებსა და ფართო აუდიტორიას გააცნეს:

  • AdMagica. – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყო, რომელიც ეხმარება ელ. კომერციის ბრენდებს, რამდენიმე წამში შექმნან ეფექტური სარეკლამო ვიზუალები რეალურ დროში არსებულ Meta Ads-ის მონაცემებსა და კრეატიულ ჩარჩოებზე დაყრდნობით
  • Adsmom – ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი ad intelligence პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, აკონტროლონ, შეადარონ და გააანალიზონ ნებისმიერი კონკურენტის Meta რეკლამები რეალურ დროში
  • Callsy  – AI გაყიდვების პირველი აგენტი, რომელიც ელ. კომერციის პლატფორმებზე დაუმთავრებელი შესყიდვების აღსადგენად შეიქმნა და ის რეალურ დროში ხმის ავტომატიზაციას იყენებს
  • DataCall – მცირე და საშუალო ზომის კერძო კლინიკებისთვის სატელეფონო ოპერაციების ავტომატიზაციას ახდენს
  • Defect ai – სამედიცინო აუდიტის AI სისტემა, რომელიც ამოწმებს ჩანაწერებს, ეხმარება კლინიკებს სადაზღვევო კომპანიების მიერ უარყოფილი ან არანაზღაურებული მოთხოვნების 90%-მდე შემცირებაში და აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს უახლესი კლინიკური პროტოკოლებისა და რეკომენდაციების საფუძველზე
  • FashionLab – სტარტაპი ს გამოყენებით, ცვლის ფოტოგადაღებას მოდის ინდუსტრიაში – ხდის მას უფრო სწრაფს, ხელმისაწვდომს, ინკლუზიურს და ოპტიმიზებულს, რაც ზრდის გაყიდვებს და ამცირებს დანახარჯებს
  • Talk Labs – ს ხმოვანი სიმულაციები, რომელიც იძლევა მომხმარებლების მხარდამჭერი პერსონალის გადამზადების შესაძლებლობას
  • Neolink – ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი No-Code შესყიდვების პლატფორმა
  • Quantum Neuron, Inc – Workforce-as-a-Service პლატფორმა, სადაც Persona მენეჯერი რამდენიმე AI პერსონას მართავს, რომლებიც WhatsApp-ის, Instagram-ის, ელ. ფოსტის და ხმოვანი სერვისის საშუალებით სთავაზობენ პროდუქციას მომხმარებლებს, მხარდაჭერას უწევენ მათ, რითაც 48-72 საათში ქმნიან ხელშესახებ ბიზნეს შედეგებს
  • Rebookify – სტარტაპი ტურისტულ სააგენტოებს ეხმარება, გაზარდონ მოგება, სასტუმროების რეზერვაციების უფრო იაფიან ალტერნატივებზე გადაჯავშნით
  • Spotwise – AI გაყიდვების აგენტი, რომელიც კონკურენტების რეკლამების მონიტორინგს რეალურ დროში ახორციელებს და აქცევს მათ მოგებად
  • Stackbooster – სტარტაპი ავტონომიური AI სკეილინგის დახმარებით, ზრდის ქლაუდის ეფექტურობას. 60%+-ით ამცირებს ხარჯებს და აუმჯობესებს აპლიკაციის ეფექტურობას

500 Global in Eurasia-ს ახალ ნაკადზე მიღება დაწყებულია. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia- ფარგლებშიშერჩეული მონაწილეები 12-კვირიან აქსელერაციის პროგრამას გადიანრომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიანინტენსიური გადამზადების პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იძენენ, როგორც თეორიულ ცოდნასასევე პრაქტიკულ გამოცდილებასიზიარებენ საჭირო ექსპერტიზას და ამყარებენ ახალ კავშირებსრაც მათ სწრაფი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერსაქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულებარომლის ფარგლებშიც ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.

მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპისკავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდანრომლებსაც აქვთ სურვილიმიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირებაინიციატივის ფარგლებშიუკვე გადამზადდა 10 ქვეყნის 80-ზე მეტი სტარტაპი.