კობახიძის თქმით, -მ იცოდა ფხვნილის დანიშნულება, თუმცა „გომელაური არ არის ქიმიკოსი“, რომ გადაემოწმებინა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი კვლავ არ ასახელებს იმ ნივთიერებას, რომლის წყალში შერევითაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პარლამენტთან შეკრებილი ათასობით ადამიანი დაშალეს.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს, BBC-ის გამოძიების მიხედვით სადავოდ გამხდარი ნივთიერების შეძენაზე პასუხისმგებლობა მან დააკისრა წინა ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვახტანგ გომელაურს გადამოწმების ვალდებულება არ ჰქონია.
„TV პირველის“ ჟურნალისტმა ირაკლი ს ჰკითხა: „წყალში როცა ურევენ ნივთიერებას, -მ ხომ უნდა იცოდეს, რას ურევს?“
„შსს-მ უნდა იცოდეს, რომ ფხვნილს იყენებს, ფხვნილის შემცველობაზე 2007 და 2009 წელს იქნა გადაწყვეტილება მიღებული“, – უპასუხა მ.
ჟურნალისტი: „ვახტანგ გომელაურმა იცოდა რა ფხვნილი იყო?“
: „ვახტანგ გომელაურს უნდა სცოდნოდა ფხვნილის დანიშნულება, ვახტანგ გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 და 2009 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა“.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ინფორმაციაში „სასკანდალე არაფერია“, რადგან ზუსტად იმავე ნივთიერებას იყენებდნენ 2007 და 2009 წლებშიც.
„თეორიულად შეიძლება დადგეს ვანო მერაბიშვილის, შოთა უტიაშვილის [„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შსს-ს ანალიტიკური სამსახურის უფროსი] პასუხისმგებლობა…“
რამდენიმე დღის წინ, 1 დეკემბერს, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნებამ“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომლის უფროსიც პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი საპარლამენტო ლიდერი ა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი მუხლით:
· „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და
· „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.
„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, – აცხადებს სამსახური.
სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს BBC-ს საგამოძიებო ფილმის რესპონდენტები. მათ შორის ექიმები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.