ლუკა კურტანიძის საქმეზე განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესი 16:00 საათზეა ჩანიშნული.
სხდომას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაია განიხილავს. დღეს, შესაძლოა, კურტანიძის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადოს.
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით, სსკ-ის 126-ე პრიმა და 381 -ე პრიმა მუხლებით.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს