ირაკლი კობახიძე აცხადებს რომ მთავარი პასუხისმგებლობა იმ ადამიანებზეა, ვინც მოწამვლის სიმპტომებზე ისაუბრა, თორემ, დანარჩენი ყველაფერი აბსურდია და სასკანდალო არაა.
მათ შორის, უნდა გამოიკვეთოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ტყუილის გავრცელებაში. დანარჩენი ყველაფერი აბსურდია. ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ 2009 წელს იქნა შეძენილი კონკრეტული ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებული. რა იყო ეს ნივთიერება, ამაზე ისაუბრებს ალბათ გამოძიება. სასკანდალო აქ არაფერია, – თქვა დღეს კობახიძემ.




