უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს თანახმად, 19 იანვარს 51 დასახლებული პუნქტი კვლავაც ელექტრომომარაგების გარეშეა უამინდობის გამო.
„ელექტრომომარაგებაში დაბრკოლებების ყველაზე დიდი რაოდენობაა სუმის ოლქში. 35 დასახლებულ პუნქტში 2500-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროდენის გარეშეა“, – განაცხადა სამინისტრომ.
კვლავაც ელექტრომომარაგების გარეშე არის 12 დასახლებული პუნქტი ჩერნიგოვის ოლქში და ოთხი – კიროვოგრადის ოლქში.
18 იანვარს ხერსონში ელექტრომომარაგება აღუდგა 14600 მომხმარებელს, მაგრამ ქალაქში 3700 ადამიანი კვლავაც დენის გარეშეა დნეპრის გაღმა ნაპირიდან რუსეთის ჯარების მიერ წარმოებული საარტილერიო იერიშების გამო.